Accentnews.ge
რუსულმა პირველმა არხმა ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინის ნაკრების გამოსვლა ეთერში არ გაუშვა

რუსულმა პირველმა არხმა ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინის ნაკრების გამოსვლა ეთერში არ გაუშვა

23/07/2021 13:58:11 მსოფლიო

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინის ნაკრების გამოსვლისას რუსეთის პირველი არხი რეკლამაზე გავიდა. არხმა ტრანსლაცია რამდენიმე წუთში განაახლა მას შემდეგ, რაც სტადიონზე მომდევნო ქვეყანის – ურუგვაის ნაკრები გამოჩნდა.

პირველი არხის პრესსამსახურმა გამოცემა RBK-ს განუცხადა, რომ სპორტსმენების აღლუმი ორ საათს გრძელდება, ხოლო კომერციული ვალდებულებების შესრულებისთვის ჩვენება რეკლამით რამდენჯერმე წყდება. რატომ დაემთხვა რეკლამაზე გასვლა უკრაინის გამოსვლას, არხმა არ განმარტა.

23 ივლისს ტოკიოში ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S