Accentnews.ge
პედიატრი: „ჩემი პაციენტი, 12 წლის ბავშვი ავცერით "ფაიზერის" ვაქცინით“

პედიატრი: „ჩემი პაციენტი, 12 წლის ბავშვი ავცერით "ფაიზერის" ვაქცინით“

23/07/2021 13:08:25 საზოგადოება

პედიატრი თემურ მიქელაძე ამბობს, რომ მისი 12 წლის პაციენტი "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა:

"ბავშვები უნდა განვიხილოთ ე.წ. აუცრელ ფენად. მოგეხსენებათ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში ტარდება და ჩემი პაციენტიც იყო, 12 წლის ასაკის ბავშვი განსაკუთრებული ჩვენებით, რომელიც ავცერით "ფაიზერის" ვაქცინით. ვიმედოვნებ, რომ როდესაც დოზები გვექნება, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც ჩავატარებთ ვაქცინაციას“,– განაცხადა მიქელაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ სრულწლოვნები იცრებიან. რამდენიმე დღის წინ მასობრივ ვაქცინაციაში 16–დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც ჩართეს. მოზარდების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით განხორციელდება.

როგორც დღეს დაანონსდა, მოქალაქეებს „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზის მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან შეეძლებათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S