Accentnews.ge
ბრიტანელი მეცნიერები – "ფაიზერის" ვაქცინის 2 დოზის 8–კვირიანი ინტერვალით აცრა უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს იძლევა

ბრიტანელი მეცნიერები – "ფაიზერის" ვაქცინის 2 დოზის 8–კვირიანი ინტერვალით აცრა უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს იძლევა

23/07/2021 12:59:39 მსოფლიო

ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, "ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 8–10 კვირის შემდეგ მეორე დოზით აცრა უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს იძლევა.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის (DHSC) მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგების თანახმად, დოზების 8–10 კვირიანი ინტერვალით აცრის დროს ანტისხეულების უფრო მეტი რაოდენობას წარმოიქმნება, ვიდრე 4–კვირინი ინტერვალით აცრისას.

ამასთან, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 8–10 კვირიანი ინტერვალით მეორე დოზით აცრის შემდეგ ანტისხეულები უფრო მაღალი ეფექტურობით ებრძვიან "დელტასა" და სხვა საგანგაშო შტამებს.

გარდა ამისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პირველიდან მეორე აცრამდე პერიოდში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა დაეცა, რაც პირველი აცრის შემდეგ პაციენტებს მოწყვლადს ტოვებს “დელტა” შტამის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ქვეყანაში დღეს, გვიან ღამით ჩამოვა.

  • ვაქცინის პირველ დოზებზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება. რეგისტრაციის დაწყების ზუსტი დრო ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის.
  • ხვალიდან კორონავირუსის ვაქცინაზე დარეგისტრირებას შეძლებენ 16 წელს მიღწეული პირებიც.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდნენ, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც გაიკეთეს ვაქცინის პირველი დოზა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S