Accentnews.ge
ანგარიში: საქართველოში COVID19-ით გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წლამდე ასაკისაა

ანგარიში: საქართველოში COVID19-ით გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წლამდე ასაკისაა

23/07/2021 11:59:03 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2021 წლის იანვარ-ივნისის პერიოდს მოიცავს, გარდაცვლილთა შორის, 70 წელზე ნაკლები პაციენტების სიკვდილიანობამ 40% შეადგინა; 30% - 70-79 წლის, 31% - 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა. გარდაცვლილთა შორის, 52,3% კაცი იყო, 47,7% – ქალი.

COVID19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 49.4%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 45%-ს კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი - 11.4%-ს, ხოლო ონკოლოგიური დაავადება - 3.7%-ს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ, ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში, დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 72.9%-ში დაავადება გართულებული იყო სუნთქვის უკმარისობით. გარდაცვლილთა 71.7%-ს აღენიშნებოდა პნევმონია; რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 24.2%-ს, ხოლო 19.1%-ში განვითარდა გულის უკმარისობა.

2021 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, COVID19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ინფიცირებულების 1,4% შეადგინა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, COVID19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 30-39 წლის ასაკის მოსახლეობაში დადასტურდა და ინფიცირებულთა 19% შეადგინა.

დროის ამავე მონაკვეთში, ინფიცირებულთა 14% მოიცვა 0-დან 19 წლამდე ასაკის მოსახლეობამ. მათ შორის, 3% შეადგინა, 0-4 წლამდე ინფიცირებულთა რაოდენობამ.

ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა 75-79 წლის ასაკის მოსახლეობაში და მან ინფიცირებულთა მხოლოდ 2% მოიცვა.

ტესტირებით დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევებში 58% იყო ქალი, 42% - კაცი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S