Accentnews.ge
„საქართველოში „დელტა“ შტამის გავრცელება 30-40%–ის ფარგლებშია“

„საქართველოში „დელტა“ შტამის გავრცელება 30-40%–ის ფარგლებშია“

23/07/2021 11:43:38 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ცნობით, ​კორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის ვირუსის დელტა შტამი შეფასებითი მაჩვენებლით 30-40%–ის ფარგლებშია, თუმცა ლუგარის ლაბორატორიის შედეგებით, იგი შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს.

„მარტო ლუგარით ვერ ვიმსჯელებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, თუმცა დასძინა, რომ დელტა შტამის გავრცელების შემთხვევები ხშირია.

მისივე თქმით, კორონავირუსის ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელში ბავშვთა წილი 10-12%–ია.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღაში.

„ტალღას რომელ ნომერს მივანიჭებთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ასეთი მრუდია: იანვრის შემდეგ ქვეყანაში იყო სერიოზული დაღმასვლა, თებერვალი, მარტი გავიარეთ შედარებით მსუბუქად, ვიდრე დეკემბერი, იანვარი და შემდეგ აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყო ისევ ზრდა. შევედით მესამე ტალღის პიკში სადღაც მაისის შუა რიცხვებში. 17 მაისს გვქონდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყველა ინდიკატორის. შემდეგ წამოვიდა ეს დაბლა. სადღაც 25 ივნისამდე უმჯობესდებოდა მდგომარეობა, 25-დან ისევ დაიწყო გაუარესება, რომელიც ყოველდღიურად, ხედავთ, რომ 2000-ის ფარგლებშია. ამიტომ, როგორმე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შევაკავოთ და არ შევიდეთ მსგავსში, რაც გვქონდა შემოდგომის ბოლოს“, - უპასუხა კითხვას გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრის შემდეგ.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 38 945 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2460 შემთხვევა, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

გასული დღის განმავლობაში აიცრა 8286 ადამიანი. ჯამში ქვეყანაში 391 781 აცრაა გაკეთებული, მათგან ორივე დოზით აცრილია 136 734 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S