Accentnews.ge
Pfizer-ის პირველ დოზებზე რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

Pfizer-ის პირველ დოზებზე რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

23/07/2021 11:36:43 საზოგადოება

Pfizer-ის პირველ დოზებზე რეგისტრაცია ხვალ, 24 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა.

რეგისტრაციის დაწყების დრო ჯერ ცნობილი არ არის.

ხვალიდან დარეგისტრირებული მოქალაქეები აშშ-ის ნაჩუქარი ვაქცინით აიცრებიან. ქვეყანა 500 ათას ვაქცინას იღებს საჩუქრად. გამყრელიძე ამბობს, რომ 150 ათასზე მეტ მოქალაქეს შეეძლება ამ ეტაპზე Pfizer-ით აცრა.

ხვალიდან კორონავირუსის ვაქცინაზე დარეგისტრირებას შეძლებენ 16 წელს მიღწეული პირებიც.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდნენ, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც გაიკეთეს ვაქცინის პირველი დოზა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S