Accentnews.ge
“დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თანამშრომლებს აცრის შემდეგ ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მისცენ“

“დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თანამშრომლებს აცრის შემდეგ ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მისცენ“

23/07/2021 10:52:32 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თანამშრომლებს აცრის შემდეგ ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მისცენ

მისი თქმით, ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები დამსაქმებლებისთვის და არ დგინდება დადგენილებით.

„რამდენიმე, სხვადასხვა რეკომენდაცია წარვადგინეთ, აქ ახალ ველოსიპედს არავინ იგონებს. ჯერ აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს მიეცეს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ, რომ აცრის შემდეგ ადამიანი სახლში იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში, მე მაგალითად გამოსასვლელ დღეს ვაძლევ იმ ადამიანებს, რომლებიც იცრებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მომუშავე ადამიანების 61 პროცენტი დღეს აცრილია და გვინდა, აგვისტოს ბოლომდე ავიდეთ 80-85 პროცენტზე.

მიღებული პრაქტიკაა სხვადასხვა ლატარიების გათამაშება, წამახალისებელი ღონისძიებები. იგივე, ორჯერად აცრილებისთვის გარკვეული შეღავათები, რომ უფრო ადვილად მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და ბევრი სხვა. ეს დამოკიდებულია დამსაქმებელზე. ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები, არ დგინდება დადგენილებით. დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ. დამსაქმებლებს ვთხოვთ, მეტად წაახალისონ თანამშრომლები. მათ შეიძლება, ბევრი რამ მოიფიქრონ ამასთან მიმართებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S