Accentnews.ge
აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში დღეს ჩამოვა

აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში დღეს ჩამოვა

23/07/2021 10:22:56 საზოგადოება

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ქვეყანაში დღეს, გვიან ღამით ჩამოვა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, 23:30 საათზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში ღონისძიებას დაესწრებიან.

ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის საჩუქრად გადმოცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S