კორონავირუსის ვაქცინაზე რეგისტრაციის მეთოდი შეიცვალა
23/07/2021 10:13:59 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის რეგისტრაციის მეთოდი შეიცვალა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის პორტალი გამართულად მუშაობს და არ არის მოლოდინი იმგვარი შეფერხებების, რაც პერიოდულად ფიქსირდებოდა:
"როგორც აიტის სპეციალისტები მიდასტურებენ, დღესდღეობით გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს. მოლოდინი იმისა, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს. ამ მიმართულებით განვახორციელეთ რამდენიმე ცვლილება.
კერძოდ, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ასევე, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
განახლებადი


