ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკრძალავს
23/07/2021 09:51:34 ეკონომიკა
ისრაელმა, კორონავირუსის გავრცელების გამო, საკუთარ მოქალაქეებს 30 ივლისიდან საქართველოში მოგზაურობა აუკრძალა.
Newsru.co.il-ის ცნობით, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ისრაელის მოქალაქეები დროებით ვერ იმოგზაურებენ საქართველოში კვიპროსზე, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ინდოეთში, რუსეთში, მექსიკაში, ბელარუსში, უზბეკეთში, ესპანეთსა და ყირგიზეთში.
ინფორმაციისთვის: ისრაელმა საქართველო ე.წ. “წითელ სიაში” 22 ივლისს გადაიყვანა.
ისრაელის ის ვაქცინირებული მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდებიან, ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, შეძლებენ საკარანტინო პირობების გარეშე ქვეყანაში შესვლას, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ვაქცინის ორივე დოზა, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ 7-დღიან კარანტინში მოხვდებიან.
თბილისში ისრაელის საელჩოს განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ყოველკვირეულად გადაიხედება საქართველოში არსებული ეპიდვითარების შესაბამისად.
ბოლო ოთხი დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების ყოველდღიური ნამატი 2 000–ს აჭარბებს. ნელი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც.


