Accentnews.ge
მედია – ვენესუელისკენ მიმავალმა ირანულმა სამხედრო ხომალდებმა კურსი შეცვალეს და ბალტიის ზღვაში შემოვიდნენ

მედია – ვენესუელისკენ მიმავალმა ირანულმა სამხედრო ხომალდებმა კურსი შეცვალეს და ბალტიის ზღვაში შემოვიდნენ

23/07/2021 09:08:12 მსოფლიო

ვენესუელისკენ მიმავალმა ირანულმა სამხედრო ხომალდებმა კურსი შეცვალეს და ბალტიის ზღვაში შემოვიდნენ. ისინი ამჟამად პეტერბურგისკენ მიემართებიან, – იუწყება CNN.

მისივე ცნობით, ორი გემის გადაადგილების ამჟამინდელი მიზეზი სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაა.

"აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ხომალდების გადაადგილებას ორი თვის განმავლობაში აკვირდებოდა, რადგან უწყების ცნობით, ისინი ვენესუელის მიმართულებით ატლანტის ოკეანის გადაკვეთას აპირებდნენ. პენტაგონი შეშფოთებული იყო, რადგან ვარაუდობდა, რომ ირანულ გემებს შესაძლოა, ვენესუელისთვის იარაღი ჩაეტანათ. ივნისის შუა რიცხვებში გემებმა კურსი ჩრდილოეთით შეცვალეს. გავრცელებული ცნობით, ვენესუელამ ირანული ხომალდების უკან გაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა კარაკასზე და ნიკოლას მადუროზე დიპლომატიური ზეწოლა განახორციელა", – წერს CNN.

როგორც გამოცემა სამხედრო მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით წერს, ამჟამად გემების მარშრუტი ნათელია – ისინი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 25 ივლისს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S