საეჭვო სიაში მოხვედრის შემდეგ მაკრონმა ტელეფონი გამოცვალა
23/07/2021 09:03:38 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მობლური ტელეფონი და პირადი ნომერი გამოცვალა. ეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ შესალოა, საფრაგეთის ლიდერის სატელეფონო საუბრებს ჯაშუშურ პროგრამა „პეგასუსის“ დახმარებით უსმენდნენ. გაჟონილ სიაში ასევე მოხვდა საფრანგეთის 14 მაღალჩინოსანი. ამ დროისთვის უცნობია, ნამდვილად იყო თუ არა მაკრონის ტელეფონში ჯაშუშური პროგრამა ჩამონტაჟებული.
არსებული ცნობებით, თვალთვალს მაროკო ახორციელებდა, თუმცა მაროკოში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.


