Accentnews.ge
რუსეთს „სპუტნიკის“ თაობაზე კონტრაქტის შეწყვეტით ემუქრებიან

რუსეთს „სპუტნიკის“ თაობაზე კონტრაქტის შეწყვეტით ემუქრებიან

23/07/2021 08:27:59 მსოფლიო

არგენტინის მთავრობა რუსეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის შესაძენად გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტით ემუქრება. კერძოდ, არგენტინის ხელისუფლებამ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, რომელიც საზღვარგარეთ რუსული ვაქცინების გატანაზეა პასუხისმგებელი, მიწოდების შეფერხების გამო ოფიციალური წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ კონტრაქტს ჩაშლა ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, არგენტინამ ვერ მიიღო რუსეთთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული 18 მილიონზე მეტი დოზა.

არგენტინის ხელისუფლება ხანდაზმული მოქალაქეების მეორე დოზით ასაცრელად 10-11 ივლისს ელოდებოდა სულ მცირე მილიონ დოზას, თუმცა, 13 ივლისს მხოლოდ ნახევარი მიიღო.

არგენტინა მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თავისი მოქალაქეების „სპუტნიკით“ აცრა გადაწყვიტა. ცოტა ხნის წინ, არგენტინის პრეზიდენტმა გამოსცა ამერიკული წარმოების ვაქცინების შეძენის განკარგულება. 45-მილიონიან არგენტინაში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია დაახლოებით 5.8 მილიონი ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S