თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
23/07/2021 06:59:51 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 460 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1 082 პირი გამოჯანმრთელდა, 20 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა,
- აჭარა - 240,
- იმერეთი - 196,
- ქვემო ქართლი - 139,
- შიდა ქართლი - 118,
- გურია - 36,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89,
- კახეთი - 181,
- მცხეთა-მთიანეთი -62,
- სამცხე-ჯავახეთი - 25,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834 საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 711, აჭარაში - 374, იმერეთში - 593.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 934 პირი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 61, იმერეთში -205. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 4, იმერეთში - 11.
1 487 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 831 - თბილისში, 464- აჭარაში.
15 567 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 10.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 972 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 215 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 432, პირი, აჭარაში - 2 355, იმერეთში - 1 564.


