Accentnews.ge
„ფაიზერით“ ვაქცინაცია 7-ის ნაცვლად, 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი"

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 7-ის ნაცვლად, 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი"

23/07/2021 06:49:24 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 7-ის ნაცვლად, 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე "ცხელი ხაზის" მეშვეობით. რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების დროს, როგორც გაბუნია განმარტავს, დამატებით ინფორმაციას მოსახლეობა მიიღებს მას შემდეგ, რაც „ფაიზერი“ საქართველოში შემოვა.

"პირველი დოზა ვინც გაიკეთა „ფაიზერის“ გასული კვირების განმავლობაში, მათთვის რეგისტრაცია ძალიან მალე დაიწყება და ამაზე განცხადება გააკეთდება, არანაირი შეფერხება ამ პირებს არ ექნებათ. დოზების რაოდენობა ქვეყანაში როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება. „ფაიზერის“ ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, თუ ეს ადრე იყო მხოლოდ 7 დაწესებულებაში და სამ დიდ ქალაქში, ახლა „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 37 დაწესებულებაში ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ რეგიონულ და რაიონულ დონეზეც ჩაიტარონ ვაქცინაცია,"- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S