Accentnews.ge
"ფორმულას" ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს ემუქრებიან, დაწყებულია გამოძიება

"ფორმულას" ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს ემუქრებიან, დაწყებულია გამოძიება

23/07/2021 06:09:44 საზოგადოება

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს ემუქრებიან. საქმე ეხება ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელსაც "დავით ქართველის" სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი გამოეხმაურა და ჟურნალისტს დაემუქრა.

"ჩემს სოციალურ ქსელში გავავრცელე ვიდეო, რომლითაც ჩემს მეგობარს მივმართავდი. არანაირ კავშირში არ იყო 5 ივლისთან, ან დაპირისპირებასთან. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ვიდეო. გამოჩნდა ერთი ადამიანი და მან ტელეკომპანია ფორმულა, სადაც მე ვმუშაობ, მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ასევე, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომიხსენია მე და მითხრა, რომ 5 ივლისი მონაგონი იქნება", - ყვება ჟურნალისტი.

ჟურნალისტმა მუქარის გამო პოლიციას უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამნინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S