23 ივლისს 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე 15-წუთიანი ინტერვალებით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
22/07/2021 17:12:20 საზოგადოება, რეკლამა
2021 წლის 23 ივლისს 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე 15- წუთიანი ინტერვალებით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 156-ე კმ-ზე (სოფ. ხუნევი) დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალს მიერ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ფერდობიდან დიდი ლოდების მექანიკურად ჩამოშლა, რის გამოც, 2021 წლის 23 ივლისს 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე 15 წუთიანი ინტერვალებით, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


