Accentnews.ge
კრემლი კიევს ევროსასამართლოში უჩივის

კრემლი კიევს ევროსასამართლოში უჩივის

22/07/2021 12:54:50 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს სახელმწიფოთაშორისი სარჩელით მიმართა. სარჩელში კრემლი კიევს მალიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ MH17“-ის ჩამოგდებაში ადანაშაულებს და ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება კიევს, რომელიც „გაყალბებულ მტკიცებულებებს აწვდის სასამართლოს ამ კატასტროფაში თავისი დანაშაულის რუსეთისათვის გადაბრალების მიზნით“.

გარდა ამისა, რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ შედგენილ პრეტენზიებს შორისაა 2014 წლის ევრომაიდნის მოვლენების, ოდესაში პროფკავშირების სახლში მომხდარი ხანძრისა და დონბასში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ადამიანების დაღუპვა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის პრაქტიკა, არასასურველი მედია საშუალებების დახურვა და რუსეთის ბიზნესის დისკრიმინაცია.რუსეთის გენერალურ პორკურატურაში აცხადებენ, რომ „რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ“ ევროსასამართლოში შეტანილი პირველი საერთაშორისო საჩივარი მიზნად ისახავს „ევროპული სასამართლოს და მთელი მსოფლიოს ყურადღების მიყრობას უკრაინის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატიური დარღვევების ფაქტებზე“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი გამოირჩევა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობით, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში. მეტიც, რუსი მაღალჩინოსნები ღიად აცხადებენ, რო არ ცნობენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რუსეთს ეთნიკური ნიშნით ქართველების გამოდევნასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის დამყრაებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2014 წლის 17 ივლისს უკრაინელ სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. უმრავლესობას ნიდერლანდის მოქალაქეები შეადგენდნენ. ბრალდებულია ოთხი ადამიანი, რომელთაც სეპარატისტებთან ჰქონდათ კავშირი. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ერთი - უკრაინის. ნიდერლანდში სასამართლო 2020 წელს დაიწყო.გამოძიება მიიჩნევს, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია სარაკეტო სისტემით, რომელიც რუსეთის სამხედროებს ეკუთვნოდათ. ჯერჯერობით არ არის ცხადი, ვინ გასცა თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება და განზრახ ჩამოადგეს სამგზავრო თვითმფრინავი თუ შეცდომით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S