Accentnews.ge
„მნიშვნელოვანია, არასწორ ხელში არ მოხვდეს“ –მერკელი ჯაშუშური პროგრამების გაყიდვის შეზღუდვას ითხოვს

„მნიშვნელოვანია, არასწორ ხელში არ მოხვდეს“ –მერკელი ჯაშუშური პროგრამების გაყიდვის შეზღუდვას ითხოვს

22/07/2021 12:39:24 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჯაშუშური პროგრამების გაყიდვის შეზღუდვის მოწოდებით გამოდის.

ანგელა მერკელმა კომენტარი გააკეთა ისრაელის მიერ წარმოებულ ჯაშუშურ პროგრამა „პეგასუსთან“ დაკავშირებულ საკითხზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ ტიპის პროდუქციის მიყიდვის შეზღუდვა იმ ქვეყნებზე, სადაც ამ თემაზე ზედამხედველობა ნაკლებია.

„მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული სიტუაციებისთვის შექმნილი პროგრამული საშუალებები არასწორ ხელში არ მოხვდეს. ეს პროდუქცია არ უნდა გაიყიდოს იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლო ზედამხედველობა არ არის ხელმისაწვდომი ასეთი თავდასხმების საპასუხოდ“, – აღნიშნა მერკელმა.

19 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჟურნალისტების მიმართ სათვალთვალო სოფტვერის გამოყენება "სრულიად მიუღებელია", იმ ფონზე, როცა გლობალურად მატულობს აღშფოთება ახალი ანგარიშის შესახებ, რომლის თანახმადაც, მთავრობები, მათ შორის ერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსი, ისრაელის მიერ წარმოებულ პროგრამას იყენებდნენ ჟურნალისტებზე, მთავრობის ოფიციალურ პირებსა და უფლებადამცველებზე სათვალთვალოდ.

17 მედიაორგანიზაციის და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ორგანიზაციის (OCCRP) მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომლის შედეგებიც 18 ივლისს გამოქვეყნდა, კავშირს ხედავს ისრაელში განთავსებულ ორგანიზაცია NSO Group-ს (რომელსაც მთავრობებისთვის სათვალთვალო პროგრამის მიწოდებაში სდებენ ბრალს) და 50.000-მდე სატელეფონო ნომრის მომცველ იმ სიას (რომელმაც გამოჟონა და რომელიც, გამოკვლევის ავტორთა ვარაუდით, მოიცავს კომპანიის კლიენტებისთვის საინტერესო პირებს 2016 წლიდან) შორის.

ანგარიშის მიხედვით, NSO Group-ის კლიენტებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის, ბაჰრეინის, უნგრეთის, ინდოეთის, ინდონეზიის, ყახაზეთის, მექსიკის, მაროკოს, რუანდის, საუდის არაბეთის, ტოგოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობები.

NSO Group-ი უარყოფს არამართებულ ქცევას და ამბობს, რომ მისი სოფტვერი, Pegasus-ი, განკუთვნილია ბოროტმოქმედების და ტერორისტების წინააღმდეგ და მისი მოხმარების საშუალება მხოლოდ არმიებს, სამართალდამცველებსა და სადაზვერვო სააგენტოებს აქვთ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია.

ანგარიში დიდ დარტყმას აყენებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, რომელსაც ევროკავშირი ბრალს სდებს დემოკრატიის უგულებელყოფაში, კანონთა სერიით, რომლებსაც აღიქვამენ თავისუფალი პრესის და ადამიანის უფლებების შემზღუდავად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S