Accentnews.ge
მოსკოვი: "დარწმუნებულები ვართ, საქართველოში ფრენების აკრძალვა დროებითია"

მოსკოვი: "დარწმუნებულები ვართ, საქართველოში ფრენების აკრძალვა დროებითია"

22/07/2021 12:15:01 პოლიტიკა

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა იძულებითი ნაბიჯი იყო და დროებით ხასიათს ატარებს, - განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

«2019 წლის ივლისში შემოღებული ეს აკრძალვა ცნობილი ანტირუსული პროვოკაციით გამოწვეული იძულებითი ზომა იყო. დარწმუნებულები ვართ, ეს ზომა დროებითია. ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლებამ წარსულიდან გაკვეთილი გამოიტანა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ გაჩნდება შესაძლებლობა, ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ" - აღნიშნა მან.

ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში, ე.წ. გავრილოვის ღამის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ შეწყდა. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს მაშინ საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელება აუკრძალეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S