ირანი სტრატეგიული სრუტის გვერდის ავლით ხსნის ნავთობტერმინალს
22/07/2021 11:42:46 მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ომანის ყურეში თავის პირველ ნავთობტერმინალს ხსნის. აღნიშნული თეირანს საშუალებას მისცემს, საკუთარი ნავთობის ექსპორტი მოახდინოს ჰორმუზის სტატეგიული სრუტის გვერდის ავლით. უნდა აღინიშნოს, რომ ჰორმუზის სრუტე დიდი ხანია, რეგიონული დაძაბულობის ცენტრია.
„დღეს პირველი 100 ტონა ნავთობის პარტია იტვირთება ჰორმზის სრუტის ფარგლებს მიღმა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ნავთობის ხანგრძლივ ექსპორტს“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტერმინალიდან ირანი ყოველდღიურად 1 მილიონი ბარელის ნავთობის ექსპორტს გეგმავს.
ირანის მთავარი საექსპორტო ტერმინალი ჰორმუზის სრუტის ვიწრო ჰარგის ყურესთან მდებარეობს, რომლის მახლობლად ირანის მთავარი მოწინააღმდეგე ქვეყნის, აშშ-ის გემები პატრულირებენ. ამ რაიონში პერიოდულად ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ინცინდენტებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და აშშ-ის სამხედრო გემებს შორის.
ირანი ხშირად იმუქრებოდა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით, თუ აშშ-ის მიერ შემოღებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო იგი იძლებული გახდებოდა, შეეწყვიტა ნედლი ნავთობის ექსპორტი.


