თურქმენეთში ავარიას ათობით სამხედრო ემსხვერპლა
22/07/2021 11:35:45 მსოფლიო
თურქმენეთში მომხდარ ავარიას სულ მცირე,30 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
მომხდარის დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა როგორც მედია წერს, სამხედრო კოლონა დედაქალაქში „სახალხო ხსოვნის“ მემორიალიდან ბრუნდებოდა.ერთ-ერთ ავტმობილს სავარაუდოდ, ბეკრევინის პროსპეტზე მუხრუჭებმა უმტყუნეს, წინ მიმავალ მანქანას დაეჯახა და შემდეგ გადაყირავდა.
ავტორიტარულ რეჟიმი ინცინდენტის თაობაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.


