Accentnews.ge
სამხრეთ აფრიკაში ქაოსს 300–მდე ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკაში ქაოსს 300–მდე ადამიანი ემსხვერპლა

22/07/2021 07:59:26 მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა,– იუწყება „როიტერი“ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტზე დაყრდნობით.

მინისტრთა კაბინეტის განცხადებით, პოლიციის მიერ მკვლელობის მუხლით 168 საქმეა აღძრული.

კვაზულუსა და გაუტენგის პროვინციებში გამოსვლები ყოფილი პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას დაპატიმრებას მოჰყვა, რომელიც შემდეგ არეულობაში გადაიზარდა. გამოსვლების მონაწილეებმა საკვანძო მაგისტრალები გადაკეტეს და საწყობების, სუპერმარკეტების გაძარცვა დაიწყეს.

ხელისუფლების განცხადებით, არეულობით მიყენებული ზარალი 1,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. გაძარცვული და დაზიანებულია 161 სავაჭრო ცენტრი, 11 საწყობი და რვა ქარხანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S