Accentnews.ge
გაბუნია: "ბოლო 3 კვირაში, დაახლოებით, 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა კორონავირუსით"

გაბუნია: "ბოლო 3 კვირაში, დაახლოებით, 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა კორონავირუსით"

21/07/2021 12:55:27 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა.

"ბოლო 3 კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 4 ათასამდე ბავშვის ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეა. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 ახალშობილი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით, 350-მდე საწოლია მობილიზებული ბავშვებისთვის",– განაცხადა მინისტრის მოადგილემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S