Accentnews.ge
დაბრუნდებიან თუ არა სექტემბრიდან ბავშვები სკოლებში

დაბრუნდებიან თუ არა სექტემბრიდან ბავშვები სკოლებში

21/07/2021 12:31:20 საზოგადოება

სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა მასწავლებლების ვაქცინაციაზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2" ეთერში. ჯურნალისტი დაინტერესდა, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, იგეგმება თუ არა სექტემბრიდან სასწავლო პროცესის ონლაინრეჟმში გაგრძელება.

"ვფიქრობ რომ ოპტიმისტურ პროგნოზზე უნდა ავეწყოთ სკოლებთან მიმართებაში, წინ გვაქვს მთელი აგვისტო და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად სკოლის პერსონალის აცრისთვის, რომ ბავშვებს დახვდეთ უსაფრთხო ეპიდემიური გარემო. განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს სკოლებთან იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ჯგუფები მასწავლებლების, ასევე სხვა თანამშრომლების, ვისაც აქვს დღეს ამის სურვილი, რომ ხელი შევუწყოთ დროულად დარეგისტრირდნენ და მიიღონ ვაქცინა. ვისაც დღეს ამის სურვილი არ აქვს, მათთვის მეტი საინფორმაციო მუშაობა ჩატარდება, რომ ეს გადაწყვეტილებაც დროულად მიიღონ, რომ ხელი შეუწყონ ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნებისთვის,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ეპიდემიოლოგები ქვეყანაში არსებულ ვითარებას საგანგაშოდ აფასებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S