ჯანმო კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში შტამის გამოჩენას არ გამორიცხავს
21/07/2021 10:27:05 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანო ამბობს, რომ არ არის გამორიცხული კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში შტამის გამოჩნდეს, რადგან რაც მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტი ვარიანტი ჩნდება.
„რაც უფრო ფართოდ ვრცელდება ვირუსი, მით მეტი ვარიანტი ჩნდება და არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ახალი ვარიანტები დელტა ვირუსზე უფრო საშიში აღმოჩნდეს. რაც მეტი ვარიანტი ჩნდება, მით უფრო იმატებს შანსი, რომ ერთ-ერთმა შტამმა შეძლოს ვაქცინების დაცვის გარღვევა და ჩვენ ისევ დავბრუნდებით პანდემიის დასაწყისში“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა მოუწოდა დიდი ოცეულის წევრ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ კოლექტიური ნება და ერთად იმოქმედონ პანდემიისგან კაცობრიობის გადასარჩენად.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მიიჩნევს, რომ პანდემიის დაძლევა შესაძლებელი იქნება, თუ მომავალი წლის შუა პერიოდისთვის პლანეტის მოსახლეობის 70% აცრილი იქნება.
ცნობისთვის: მსოფლიოში ერთ კვირაში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 12%–ით იმატა. მათ შორს, ეპიდვითარება უარესდება საქართველოში.


