Accentnews.ge
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო აშშ-ის საელჩოები შეშფოთებას გამოთქვამენ

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო აშშ-ის საელჩოები შეშფოთებას გამოთქვამენ

21/07/2021 09:45:59 მსოფლიო

შეერთებული შტატების საელჩოები ბაქოსა და ერევანში შეშფოთებას გამოთქვამენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო.

„აშშ-ის საელჩო შეშფოთებულია აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის სადარაკ-ერახსის მონაკვეთის სიახლოვეს მომხდარი ინციდენტების გამო. ორივე მხარეს მოვუწოდებთ, სწრაფად და მშვიდად მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია და შექმნან სივრცე არსებითი მოლაპარაკებების განახლებისთვის“, – ნათქვამია ბაქოსა და ერევანში მდებარე აშშ-ის საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასული კვირიდან მოყოლებული, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნახჭევანის მონაკვეთზე ვითარება დაძაბული რჩება. შეიარაღებული ინციდენტის შედეგად სომხურსოფელ ერასხის გამგებელი და აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრნენ. მანამდე, 14 ივლისს სროლის შედეგად სომეხი სამხედრო დაიღუპა და აზერბაიჯანელი დაიჭრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S