Accentnews.ge
მედია: რუსეთში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს 5–ჯერ აღემატება

მედია: რუსეთში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს 5–ჯერ აღემატება

21/07/2021 06:57:56 მსოფლიო

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეესტრში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთჯერ აღემატება ოპერატიული შტაბის ოფიციალურ სტატისტიკას,- ამ დასკვნამდე გამოცემების, „მედიაზონა“-ს, „ხოლოდ“-ის და „მედუზა“-ს ჟურნალისტები ერთობლივი გამოძიების შედეგად მივიდნენ.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ივლისის შუა რიცხვებისთვის 29 მილიონზე მეტი სერტიფიკატი აქვს გაცემული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონავირუსული ინფექცია ჰქონდათ, მაშინ როცა ოპერატიული შტაბის ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვი 6 მილიონს აჭარბებს.

გამოცემები, რომლებმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს, აღნიშნავენ, რომ თუ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეესტრის მონაცემები რეალურია, რუსეთი COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა და პირველზე მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S