Accentnews.ge
ტყვეობიდან 100 ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს

ტყვეობიდან 100 ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს

21/07/2021 05:29:53 მსოფლიო

ნიგერიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 100 ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს, ისინი ბანდიტურ დაჯგუფებებს ჰყავდა გატაცებული.

BBC-ის ინფორმაციით, ადამიანები ზამფარას შტატში 8 ივნისს გაიტაცეს, ინციდენტის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.

ზამფარას შტატის ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოსასყიდი არ გადაუხდიათ, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ საუბრობენ. გათავისუფლებულ ტყვეებს ახლა სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.

გატაცებები ნიგერიაში ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად ხდება. 2020 წლის დეკემბრის შემდეგ 1000-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. მათი უმეტესობა გამოსასყიდის გადახდის შედეგად გათავისუფლებულია, თუმცა ტყვეების ნაწილი დახოცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S