Accentnews.ge
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია

20/07/2021 11:23:31 საზოგადოება

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია. მედიისა და მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები პარლამენტის კედლებზე სტიკერების გაკვრას ცდილობენ, რომელსაც აწერია - „დაისაჯოს, ჰომოფობი ირაკლი ღარიბაშვილი“ და „დაისაჯოს, მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი“.

სტიკერების გაკვრის საშუალებას მათ ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს, თუმცა აქციის მონაწილეებმა სტიკერების ნაწილი მაინც გააკრეს.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსახულებიანი სტიკერების გარდა, პარლამენტთან აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები.

ამასთან, აქციაზე მყოფი ჟურნალისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S