"არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, სიძეები, რომლებიც "სინოფარმით" აიცრნენ"
20/07/2021 11:09:26 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი დაცვა აქვს, რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს.
"თუ ჩემი არ [გჯერათ], ყველა ჩემი კოლეგა, ვისაც ცოტა ჭკუა მოეკითხება ამბობს იმას, რომ მთავარი დაცვა არის ის, რომ ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ გარდაიცვალოს. ეს არის ყველა ვაქცინის დაცვა და თითქმის ყველა ვაქცინას ეს თანაბარი აქვს. არის რაღაც პატარა განსხვავება სიმპტომატურ მიმდინარეობაში სადაც უფრო ეფექტურად მუშაობს ზოგიერთი ვაქცინები. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, სიძეები, რომლებიც "სინოფარმით" არიან აცრილები", -განაცხადა იმნაძემ.


