"ჩვენ წარვადგინეთ რეკომენდაციები შეზღუდვების დაწესებაზე"
20/07/2021 10:35:40 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს რეკომენდაციებიც, რომელიც მათ შორის, შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.
მისი თქმით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, საკოორდინაციო საბჭოს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციითაც მიმართავენ.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხებში ყოველთვის უფრო რადიკალურია, ჩვენ წარვადგინეთ მთელი ნუსხა რეკომენდაციების, სადაც მთავარი არის ერთი მრივ იმუნიზაციის და ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურად ინტენსიფიცირება, მეტი აქტიურობა, რომ ავიცრათ, მორე მხრივ გონივრულობის ფარგლებში შეზღუდვების დაწესება, მაგრამ, ამავე დროს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება გაუარესების ტენდენცია, მაშინ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.


