"დელტა" შტამის ცირკულაცია იმატებს... გამოსავალი ვაქცინაციაა"
20/07/2021 10:00:12 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა" შტამის ცირკულაცია იმატებს. როგორც გაბუნია აცხადებს, მოზარდებსა და ბავშვებში დელტა შტამის გავრცელების პრევენციისთვის, ერთადერთი გამოსავალი ოჯახის წევრების ვაქცინაციაა.
"დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს და ყველა ვხედავთ ამას. სამწუხაროა, რომ ეს ბავშვები, რომლებიც ციციშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ მძიმე დიაგნოზით იყვნენ და გამოსავალი დადგა ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა, რაც ჩვენთვის უკიდურესად სამწუხაროა. გამოსავალი აქ არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია. სხვა მხრივ, მოზარდი და მით უმეტეს ჩვილი ბავშვის პრევენციის მექანიზმი ამ სიტუაციაში სვა მეტი არ არის, გარდა იმისა თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ წესის დაცვა",- განაცხადა გაბუნიამ.


