Accentnews.ge
"კლინიკებში ამ დროისთვის 1 328 თავისუფალი საწოლია დარჩენილი"

"კლინიკებში ამ დროისთვის 1 328 თავისუფალი საწოლია დარჩენილი"

20/07/2021 09:52:19 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირებულთა ოდენობა იმატებს და ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 328 თავისუფალი საწოლია დარჩენილი.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვთა საწოლებთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, დეფიციტი არაა.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული 24 საათის განმავლობაში 2600-ზე მეტი ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა. ყველა ხედავს, შემთხვევების ოდენობა იმატებს და ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. სამწუხაროდ იყო 26 გარდაცვალება, რაც ასევე არის ჩვენთვის განგაშის საფუძველი. ამ დროისთვის მობილიზებულია 5 745 საწოლი თბილისსა და რეგიონებში. კლინიკებში 4495 პირია განთავსებული, მათ შორის 895 ინტენსიურ განყოფილებაში, 183 რეანიმაციაში. თავისუფალი საწოლია 1328. ბოლო პერიოდში, აქტიურად მოხდა ბავშვთა საწოლფონდის მობილიზება. ამ ეტაპზე, დეფიციტი ბავშვთა საწოლებთან მიმართებით არ აღინიშნება, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი მიღწეულია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S