"თუ ქვეყანაში მეოთხე ტალღა დაიწყება, ტურისტი აქ არ ჩამოვა"
20/07/2021 08:33:33 საზოგადოება
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში მეოთხე ტალღა დაიწყება, ტურისტი აქ არ ჩამოვა.
"სრული რეგულაციების მოხსნა, როდესაც მოსახლეობის 3 და 4%-ია აცრილი, უპრეცედენტოა, მსგავსი რამ არცერთ ქვეყანას არ უქნია... თუ ჩვენს ქვეყანაში იქნება მეოთხე ტალღა, რა საკვირველია, ნებისმიერ ტურისტ ჩვენ რომ კარი გავუხსნათ, ქვეყნები ეტყვიან, რომ წაბრძანდით საქართველოში, მაგრამ რომ დაბრუნდებით სამშობლოში 2 კვირა მოგიწევთ კარანტინში ჩაჯდომა. შესაბამისად, ტურისტი აქ არ ჩამოვა", – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა. კერძოდ, გუშინ 848 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს – 2 616
ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 880 პირი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.


