Accentnews.ge
მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი კოვიდ–ინფიცირებული ჩვილიდან მეორე ახალშობილიც გარდაიცვალა

მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი კოვიდ–ინფიცირებული ჩვილიდან მეორე ახალშობილიც გარდაიცვალა

20/07/2021 07:56:35 საზოგადოება

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი კოვიდ–ინფიცირებული ჩვილიდან მეორე ახალშობილიც გარდაიცვალა, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვი ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში პირველ ივლისს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„ჩვილს, რომელიც დაახლოებით ორი თვის იყო, ინდური, ე.წ. დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული. მას კოვიდინფექცია 24 ივნისს დაუდასტურდა. მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში და დამძიმების შემდეგ, ჩვენთან შემოიყვანეს. ჩვენთან ყველა თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობდა მკურნალობა და მონიტორინგი, თუმცა გუშინ სამწუხარო ფაქტი მოხდა. ღამის საათებში დაფიქსირდა პაციენტი გარდაიცვალა. თანმდევი და ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ძირითადი მიზეზი არის კოვიდინფექცია, რის გამოც მოხდა რესპირაციული დისტრესის განვითარება. დედა გამოჯანმრთელდა და კლინიკაში არ რჩება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მართვით სუნთქვაზე მყოფი კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ მესამე ახალშობილს, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S