ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს
20/07/2021 06:44:08 მსოფლიო
ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს, – იუწყება Reuters ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანადგურა, ხოლო მეორე ღია სივრცეში ჩამოვარდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


