აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ, გამოცდების ჩაბარება ხვალიდან შეეძლებათ
20/07/2021 05:34:06 საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა. 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება.
დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდ–ინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა.
“დღეს სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტები ფიზიკის, ლიტერატურის და უნარების გამოცდებს აბარებენ. ხვალიდან დაიწყება დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთა გამოცდები კორონავირუსის გამო გადაიდო", - განაცხადა საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.
2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.


