
Politico: სტოლტენბერგი NATO-ს გენმდივნის პოსტზე შესაძლოა, გრიბაუსკაიტემ შეცვალოს
19/07/2021 10:30:03 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის პოსტი შესაძლოა, ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დაიკავოს,– იუწყება გამოცემა „პოლიტკო“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
გამცოემის ინფორმაციით, დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად, NATO-ს გენ მდივნის პოსტზე კიდევ 2 ქალის: ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩისა და ესტონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის კერსტი კალიურანდის კანდიდატებიც განიხილება.
ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლის არჩევა შესაძლოა, განიხილოს როგორც ზედმეტად მტრული გზავნილი მოსკოვისადმი.
ცნობისთვის: NATO-ს ამჟამინდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ პოსტს 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს. მას ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება.