Accentnews.ge
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღეს +43 გრადუსს მიაღწევს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღეს +43 გრადუსს მიაღწევს

19/07/2021 06:21:47 საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 ივლისს საქართველოში უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +43 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოშიც დაცხება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +40, ხოლო რამით +25 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +40 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +25 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +39 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, მაღალი ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 22 ივლისამდე შენარჩუნდება, დასავლეთში – 21-მდე.

„უკვე შემდეგ რიცხვებში კი, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ტემპერატურა ყველგან იკლებს, მათ შორის, დედაქალაქში. 28 ივლისამდე დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 32 გრადუსამდე იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ შედარებით მეტი – 34-მდე,“ – ამბობს დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S