თბილისში საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდ-ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა
19/07/2021 06:00:40 საზოგადოება
თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, ქალს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა. იგი კლინიკაში კორონავირუსის გართულებული ფორმებით შეიყვანეს. ოპერაციის შემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ის თავდაპირველად მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება აღარააა.


