„რატომ შეუშვი? მოაკვლევინე ადამიანი!“ – სანაიამ პოლიციელს „სირცხვილიას“ ოფისთან განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები აჩვენა
18/07/2021 08:37:20 საზოგადოება
პარლამენტთან ხმაურია. რიგ ჟურნალისტებს, მათ შორის ტელეწამყვანებს პოლიცია პარლამენტში შესვლის ნება არ დართო.
„რატომ შეუშვი? მოაკვლევინე ადამიანი“,– პოლიციელს ვახო სანაიამ მას შემდეგ, რაც პოლიციელმა მას უთხრა, რომ „სირცხვილიას“ ოფისში მოძალადეები არ შეუშვია, მან კი საწინააღმდეგოს დასტურად კადრები აჩვენა.
„კადრებში ჩანს ის ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა, „მაჩვენე კადრები აბა, სად შევუშვი მოძალადეებიო“. ნახეთ, რომ ვაჩვენე და თავდახრილი იდგა“,– ამბობს სანაია.
მისივე თქით, „ჟურნალისტებს არ გვიშვებენ პარლამენტში. იმალებიან. საქართველოს ხელისუფლებას ეშინია ჟურნალისტების, არ აქვთ პასუხები“.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისას დაშავებულ ჟურნალისტებზე საშვების დაშვების შუამდგომლობით მიმართა პარლამენტის თავმჯდოარეს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, თუმცა უარი მიიღო.
კახა კუჭავამ განმარტა, რომ ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა, სხდომას დაესწრონ, სადაც შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ, თუმცა ყველაზე საშვი არ დაიშვა „უსაფრთხოებიდან გამომდინარე“.
„ვერ დავუშვებდი, რომ ისევ სხდომის ჩაშლის მცდელობა ყოფილიყო“,– განაცხადა კუჭავამ.
დღეს პარლამენტში შს მინისტრს უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.


