კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ შსს-ს მიმართავს, გამოძიოს გვარამიას მიმართ მუქარა
17/07/2021 15:18:28 საზოგადოება
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს გამოძიება "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე.
კოალიციის განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას „ძალადობრივი ჯგუფის წევრები ალტ – ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან“.
ნიკა გვარამიამ 17 ივლისს ფეისბუკზე გაავრცელა სქრინშოტი „ალტ-ინფოს“ ტელეგრამის ჩატიდან, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ გვარამიას სახლი უნდა გადაუწვან, „ქილერი დაიქირავონ და ჩაცხრილონ მანქანაში".


