Accentnews.ge
კოალიცია ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას რიგი ტელეარხების არმიწვევის თაობაზე "უკანონობად და დისკრედიტაციად" აფასებს

კოალიცია ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას რიგი ტელეარხების არმიწვევის თაობაზე "უკანონობად და დისკრედიტაციად" აფასებს

17/07/2021 15:12:30 საზოგადოება

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას რიგი ტელეარხების არმიწვევის თაობაზე "უკანონობად და დისკრედიტაციად" აფასებს.

"ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 2021 წლის 5 – 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10 ზე მეტი მედიის 53 წარმომადგენელი. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა. კონკრეტული მედიასაშუალებების პრემიერის მონაწილეობით საჯარო ღონისძიებაზე გაშუქებაზე უკანონო შეზღუდვა ლახავს როგორც მედიის უფლებას განახორციელონ საკუთარი პროფესიული მოვალეობა, ასევე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღონ საჯარო ინტერესის შემცველი ღონისძიების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც მედიის წარმომადგენლები არაერთი ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი არიან, პრემიერის დღევანდელი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება აძლიერებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, ახალისებს დამატებით ძალადობას, იძალადონ, დააშინონ, მტრულად ან დისკრიმინაციულად მოეპყრონ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს“, – აცხადებს კოალიცია.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ მინისტრს, „მაღალი საჯარო პასუხისმგებლობის ფარგლებში შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია“.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • სატელევიზიო ქსელი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • მედიის უფლებები
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • სამართლიანი არჩევნები

2021 წლის 17 ივლისს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის ნაწილი მიიწვიეს და აღნიშნული არხები ღონისძიების მიღმა დატოვეს.

პრემიერის პრესსამსახურის განმარტებით, „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი 'წითელი ხაზი", ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S