თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
17/07/2021 07:03:07 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 808 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 361 პირი გამოჯანმრთელდა, 22 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 34 979 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 711, „პისიარ“ ტესტით – 15 268.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,17 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,86 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 046 შემთხვევა,
- აჭარა - 161,
- იმერეთი - 123,
- ქვემო ქართლი - 97,
- შიდა ქართლი - 78,
- გურია - 19,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 74,
- კახეთი - 111,
- მცხეთა-მთიანეთი - 39,
- სამცხე-ჯავახეთი - 43,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 313 საიდანაც: 4 135 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 519, აჭარაში - 211, იმერეთში - 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 805 პირი, მათ შორის, თბილისში - 430, აჭარაში - 39, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 1 008 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 728 - თბილისში, 268- აჭარაში. 12 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 952 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 413 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 104, პირი, აჭარაში - 1 334, იმერეთში - 1 234.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 386 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 363 318 პირი გამოჯანმრთელდა, 5 538 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 345 295 ადამიანი, დღიურად აცრილია 10 492.


