Accentnews.ge
„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა სტაბილურია

„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა სტაბილურია

16/07/2021 17:55:57 საზოგადოება

„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კორონავირუსით ინფიცირების შედეგად იოჰანესბურგშია ჰოსპიტალიზებული. საქართველოს რაგბის კავშირმა ჩვენი ნაკრების დამრიგებლის ჯანმრთელობის მგომარეობის შესახებ მიმართვა გაავრცელა:

„ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა დავადასტუროთ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. მას სამხრეთ აფრიკაში კოვიდ 19 დაუდგინდა, რის გამოც იგი ნაკრებთან ერთად არ დაბრუნდა საქართველოში.

იგი ამ ეტაპზე იმყოფება საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი ექიმების გარდა, ლევან მაისაშვილთან იმყოფებიან ბორჯღალოსნების სამედიცინო შტაბის წევრები.

გაცნობებთ, რომ ჩვენ ამ ინფორმაციას ლევან მაისაშვილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვავრცელებდით.

ვუსურვებთ ლევანს მალე გამოჯანმრთელებას და სიახლეებს მისი მდგომარეობის შესახებ რეგულარულად მოგაწვდით“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S