ავღანეთში Reuters-ის ჟურნალისტი მოკლეს
16/07/2021 13:56:56 მსოფლიო
ავღანეთში Reuters-ის ჟურნალისტი დანიშ სიდიკი მოკლეს, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, იგი პაკისტანის საზღვართან ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და "თალიბანის" მებრძოლებს შორის შეტაკებისას დაიღუპა.
სიდიკი ავღანეთის ძალების კოლონასთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც თალიბებმა პაკისტანის მთავარ სასაზღვრო პუნქტთან ცეცხლი გაუხსნეს.
დანიშ სიდიკი ინდოელი ფოტორეპორტიორი იყო. იგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყანდაარში იმყოფებოდა და უცხოური ჯარების გაყვანის შემდეგ ავღანეთში შექმნილ უსაფრთხოების კრიზისს აშუქებდა.
2018 წელს სიდიკი "პულიცერის პრემიის" გამარჯვებული გახდა.


