„ტემპერატურამ შესაძლოა, 39 გრადუსს გადააჭარბოს“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხლებს
16/07/2021 13:54:45 საზოგადოება
17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს.- ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.
სააგენტო მოქალაქეებს აფრთხლებს, რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.


