
პალესტინა ისრაელთან ყველა სამშვიდობო შეთანხმებას განუსაზღვრელი ვადით აჩერებს
26/07/2019 05:37:26 სხვა, მსოფლიო
პალესტინა ისრაელთან ყველა სამშვიდობო შეთანხმებას განუსაზღვრელი ვადით აჩერებს. მიზეზი ისრაელის მიერ იერუსალიმის მახლობლად, პალესტინურ დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი გახდა.
ისრაელმა იერუსალიმის გარეუბანში მდებარე პალესტინური დასახლების დაშლა 22 ივლისს დაიწყო. დასახლება სასაზღვრო ბარიერის მიღმა მდებარეობდა. ისრაელის განცხადებით, მსგავსი დასახლებები უკანონოა.