Accentnews.ge
ღვთისმსახურება რუსულად სვეტიცხოველში – საპატრიარქო განმარტებას აკეთებს

ღვთისმსახურება რუსულად სვეტიცხოველში – საპატრიარქო განმარტებას აკეთებს

16/07/2021 12:36:52 საზოგადოება

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც სვეტიცხოველში წირვის დროს რუსულ ენაზე შესრულებული გალობა ისმის, საპატრიარქო განმარტებას აკეთებს:

"ინტერნეტსივრცეში ვრცელდება კადრები, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობა და მსახურების ფრაგმენტები.

განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს,"- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S